„ყველამ დავაფიქსირეთ, რომ არ გვინდა, სომხეთმა დატოვოს ჩვენი ევრაზიული კავშირი. ამავდროულად, ეს არის ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის განცხადებაც გამოსვლაში, რომ ჩვენ პატივს ვცემთ სომხეთის არჩევანს. მე აქვე დავამატე: ჩვენ პატივს ვცემთ სომეხი ხალხის არჩევანს. თუ ხალხი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას და დათანხმდება დატოვოს კავშირი, რომელშიც ის არის, და ოდესმე შეუერთდეს ევროკავშირს, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ სომეხი ხალხის ნების წინააღმდეგ“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ასტანაში გამართულ ევრაზიის ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან, იუწყება BELTA.

ლუკაშენკომ თქვა, რომ ეს თემა დახურულ ფორმატში განხილული იყო ევრაზიის ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომაზე და შესაბამისი განცხადებაც მიიღეს.

მისი თქმით, განცხადებაში ასევე ჩაიწერა, რომ ისინი მხარს უჭერენ სომხეთის ხელმძღვანელობის სურვილს, რომელიც ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობს.

ულტიმატუმი სომხეთს – რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ან ЕАЭС-ში დარჩენაზე

ლუკაშენკოს თქმით, “რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს სამართლიანად, ღიად და დემოკრატიულად”

„მაგრამ სომხეთის ხელმძღვანელობამ და განსაკუთრებით სომეხმა ხალხმა უნდა გაიგოს, რას იძენენ და რას კარგავენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი დეტალურად მოახსენებს მსოფლიო საზოგადოებას. ის კიდევ ერთხელ დეტალურად ახსნის, რას ნიშნავს უარი ევრაზიულ კავშირზე, რომელშიც ახლა სომხეთია, და რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება“.

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი აჩვენებს: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეიძლება ძალიან ხანგრძლივი იყოს. მისი თქმით, ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს სომეხმა ხალხმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას.

„უკრაინის გათვალისწინებით, რომელსაც დიდი ხანია სურს გაწევრიანება, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – თურქეთის გათვალისწინებით, რომელიც უკვე, ჩემი აზრით, 25 ან 30 წელია რიგში დგას ევროკავშირში შესასვლელად”.