სახემწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დამხარების ბრალდებით სამი კაცი დააკავა. საუბარია ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე.

დაკავებულები პანკისის ხეობის სოფლებში – ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში მცოხვრებლები არიან. ოპერაცია წუხელ, 19 მაისის ღამეს ჩატარდა და მაში მონაწილეობდნენ სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლები.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები გაერთიანდნენ ტეროროსტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს. ისინი, პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი, ე.წ. ჯამაათის ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნე ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იეოლოგიის პროპაგანდას.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულებისა და მათთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ტარდებოდა შესაბამისი სამართლებრივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

საგამოძიებო მოქმედებების შესეგად ამოღებული რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” დროშა, მათი სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები”, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ, სუს-ის უფროსის პირველმა მოადილემ.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცცების შემთხვევაში დაკავებულებს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სუს-ის ინფორმაციით, გრძელდება გამოძიება სავარაუდო დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.