ყოფილ ჟურნალისტსა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილ წარმომადგენელს, გიორგი უძილაურის პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.
პროკურატურა მას საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობას ედავებოდა.
საქმეს გრიფი “საიდუმლო: ადევს. ამიტომ დეტალები საჯარო არ არის. მოკლე ინფორმაცია ბრალდების შესახებ გუშინ, 6 მაისს, პროკურატურამ გაავრცელა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უძილაური 5 მაისს დააკავეს. ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო. წარსულში კი ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. სწორედ გიორგი უძილაური უძღვებოდა წარსულში ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციებსაც.
ამავე თემაზე:
