საქართველოს სომეხთა სათვისტომო აცხადებს, რომ შსს-მ თურქეთის საელჩოსთან სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილ ტრადიციული ღონისძიების ჩატარების ნება არ დართო.

„საქართველოს სომეხთა სათვისტომოს წარმომადგენელთა სახელით, გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებასა და პრინციპულ უთანხმოებას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელშიც ითქმის, რომ ჩვენ ვერ ჩავატარებთ სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებას, რომელიც ყოველწლიურად იმართება 24 აპრილს, კონკრეტულად თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე. შსს-სგან მიღებული პასუხის მიხედვით, არსებობს განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ალბათობა“, — ნათქვამია სათვისტომოს წარმომადგენლების განცხადებაში.

სათვისტომოს წევრები აცხადებენ, რომ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ღონისძიება ყოველწლიურად მშვიდობიანად ტარდებოდა თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

„მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეზღუდვა ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით არის დაცული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ სახელმწიფოში თითოეულ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, მშვიდობიანად და ღირსეულად გამოხატოს საკუთარი ისტორიული მეხსიერება და სამოქალაქო პოზიცია.
ჩვენ განვსჯით საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ჩვენი, როგორც საზოგადოების ნაწილის უფლებაა, კანონიერად ჩავატაროთ აღნიშნული ღონისძიება მშვიდობიან, ორგანიზებულ და ღირსეულ გარემოში“, — ნათქვამია განცხადებაში.

დღეს სომხეთში და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სომეხი ერი გენოციდის 111-ე წლისთავს აღნიშნავს.

24 აპრილს სომეხი ერი გენოციდის 111-ე წლისთავს აღნიშნავს