დღეს სომხეთში და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სომეხი ერი გენოციდის 111-ე წლისთავს აღნიშნავს.

ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მომხდარ მოვლენებს სომხეთის სახელმწიფო გენოციდს უწოდებს.  სომხეთის გარდა, გენოციდს სხვადასხვა ფორმით აღიარებს დაახლოებით 30 სახელმწიფო, მათ შორის- საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ბელგია, რუსეთი და ა.შ.

2021 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომეხთა ხოცვა-ჟლეტის ხსოვნის დღისადმი მიძვნილ ტექსტში აღიარა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე მოვლენები, როგორც გენოციდი.

გენოციდის ფაქტს არ აღიარებს და ტრადიციულად უარყოფს თურქეთის სახელმწიფო, რომელსაც მხარს უჭერს აზერბაიჯანი.