ახალი ამბები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სომეხთა განოციდის 108-ე წლისთავს აღნიშნავენ

24 აპრილი, 2023 • 1419
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სომეხთა განოციდის 108-ე წლისთავს აღნიშნავენ

დღეს, 24 აპრილს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური სომხები ოსმალურ იმპერიაში 1915-1918 წლებში მომხდარ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა [ნახევარი მილიონი ადამიანი] დღეს აღნიშნავენ.

სომეხთა გენოციდი არაერთ ქვეყანას აქვს ოფიციალურად აღიარებული.

გენოციდის ფაქტს არ აღიარებს და ტრადიციულად უარყოფს თურქეთის სახელმწიფო, რომელსაც მხარს უჭერს აზერბაიჯანი. ოფიციალური ანკარა უარყოფს, რომ ოსმალეთის იმპერიაში ადგილი ჰქონდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის გენოციდს. თურქეთი ტრადიციულად მწვავედ აკრიტიკებს იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ სომეხთა გენოციდს.

საქართველოს აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით არადეკლარირებული, ნეიტრალური პოზიცია აქვს.

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა 2019 წელს, სირიაში თურქეთის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყების პარალელურად, თუმცა წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია სენატის კენჭისყრამდე არ მისულა. რეზოლუცია რესპუბლიკელმა ლინდი გრემმა დაბლოკა.

რას ნიშნავს ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება

მასალების გადაბეჭდვის წესი