სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ევროკავშირსა და სომხეთს შორის მიღებულ ახალ სტრატეგიულ დღის წესრიგს ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე აჰყავს.

ამის შესახებ ფაშინიანმა 11 მარტს სტრასბურგი-ში, ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, რობერტა მეცოლასთან ერთად გაკეთებული ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ პერიოდში სომხეთი მხარდაჭერას იღებდა ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით.

მისივე თქმით, ქვეყანაში აგრძელებს საქმიანობას ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია, რომლის როლიც, პრემიერის შეფასებით, რთულად შესაფასებელია.

„ზოგადად, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი გრძელდება როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ისე სამოქალაქო საზოგადოების დონეზე. მოხარული ვარ ასევე აღვნიშნო, რომ საკმაოდ ფართო დღის წესრიგი გვაქვს ეკონომიკური პარტნიორობის მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მოწვევისა და შესაძლებლობისთვის და მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას მაისის დასაწყისში, ერევანში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.