ინგლისური ენის შემსწავლელებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პრაქტიკის ნაკლებობაა. შეიძლება ძალიან კარგად სწავლობდე ყველაფერს, მაგრამ გაკვეთილიდან რომ გამოდიხარ, ირგვლივ ისევ ყველა ქართულად საუბრობს. სახლში მისულს კი არავინ გხვდება ისეთი, ვისთანაც დღის ამბებს ინგლისურად განიხილავდი. არადა, ენას აუცილებლად სჭირდება ყოველდღიური პრაქტიკა. რასაც რეალურ ცხოვრებაში არ იყენებ, ის ადვილად გავიწყდება.
მაშინაც კი, როცა ვინმესთან ინგლისურად საუბრის საშუალება გაქვს, შეიძლება სულ თან დაგდევდეს შეცდომების დაშვების შიში: “ვაიმე, რამე არასწორად არ ვთქვა”, “არ დამცინონ”, “აქ have უნდა თუ had?”.
ზუსტად ამ პრობლემის მოსაგვარებლად, “ბექას სკოლა” სასწავლო პროცესში სრულად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს! დღეიდან სკოლის ყველა მოსწავლეს ექნება წვდომა პრემიუმ აპლიკაციაზე — Talkpal, რომელიც სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ შენ სამუდამოდ დაგავიწყოს ენის ბარიერის პრობლემა.

შენი პირადი მენტორი 24/7-ზე
ეს აპლიკაცია არის შენი პირადი დამხმარე, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია და სიამოვნებით გაგესაუბრება ღამის 3 საათზეც კი, არასდროს იღლება მოსმენით, არასდროს ეზარება შეცდომების გასწორება და, რაც მთავარია, არასდროს განგსჯის შეცდომების გამო. პირიქით, ის მეგობრულად მიგითითებს ხარვეზებზე და გთავაზობს, როგორ თქვა იგივე წინადადება უფრო ლამაზად და სწორად. AI-სთან საუბრისას სირცხვილის ფაქტორი ქრება. შეგიძლია 10-ჯერ გაიმეორო ერთი და იგივე წინადადება, სანამ იდეალურად არ გამოგივა.
აპლიკაციის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის საუბრობს ძალიან ბუნებრივი და სანდომიანი ხმით და არა რობოტის ხმით.
აპლიკაცია მრავალმხრივ შესაძლებლობებს გთავაზობს. მაგალითად, ჩატის რეჟიმი შენი ყოველდღიური მეგობარია — ის ყველაზე თავისუფალი სივრცეა სპონტანური დიალოგებისთვის, სადაც ნებისმიერ თემაზე საუბარია შესაძლებელი, ამინდიდან დაწყებული, კვანტური ფიზიკით დამთავრებული.
თუ მოსმენის უნარის გაუმჯობესება გსურს, ზარის რეჟიმი იდეალური გამოსავალია. ეს არის სატელეფონო საუბრის სიმულაცია, სადაც ეკრანზე ტექსტი არ ჩანს და სრულად სმენასა და მეტყველებაზე ხარ დამოკიდებული.
AI-ის ინტეგრირება სასწავლო პროგრამაში
“ბექას სკოლაში” მოსწავლეებს არ ეუბნებიან, რომ უბრალოდ გადმოწერონ აპლიკაცია და ივარჯიშონ. პირიქით, ხელოვნური ინტელექტი სწავლების მეთოდოლოგიის ორგანული ნაწილი ხდება.
წარმოიდგინე, მაგალითად, რომ დღეს გაკვეთილზე გაიარე მედიცინის თემატიკა და ისწავლე სიტყვები და ფრაზები, რომლებიც ექიმთან ვიზიტის დროს შეიძლება გამოგადგეს. სახლში მისვლისას, ნაცვლად იმისა, რომ სიტყვები უბრალოდ დაიზეპირო, შენ ხსნი აპლიკაციას, რთავ როლური თამაშების რეჟიმს და ირჩევ ექიმთან გასაუბრების როლურ თამაშს. შენ ირგებ პაციენტის როლს, AI კი ხდება ექიმი. შენ მას უყვები სიმპტომებზე, ის გისვამს კითხვებს, გინიშნავს წამლებს. ამ გზით, რეალურ დროში, ხმოვანი შეტყობინებებით გადიხარ რეპეტიციას იმ სიტუაციისა, რომელიც ხვალ შეიძლება ლონდონის ან ნიუ-იორკის კლინიკაში გამოგადგეს.
ან იქნებ გაკვეთილის თემა ბერძნული მითოლოგიაა. გადადიხარ პერსონაჟების რეჟიმში, ირჩევ ზევსს და პირდაპირ ოლიმპოს მთავარ ღმერთს ეკითხები, რას ერჩოდა საწყალ პრომეთეს. როცა ზევსს ეკამათები ინგლისურად, სიტყვები სულ სხვანაირად გამახსოვრდება.
შეიძლება გაკვეთილის თემა იყოს სოციალური მედია და აქ იმდენი საკამათო საკითხია, რომ ლოგიკურია, არ გეყოს მხოლოდ მასწავლებელთან გაკვეთილზე საუბარი ამ თემის გარშემო. სახლში მისული რთავ დებატების რეჟიმს და იწყებ კამათს თემაზე: “უნდა აიკრძალოს თუ არა TikTok 16 წლამდე?” AI მოგიყვანს არგუმენტებს, შენ კი უნდა გააბათილო ისინი. ასე სწავლობ არა მხოლოდ ენას, არამედ კრიტიკულ აზროვნებასაც.
ნიშნავს თუ არა ეს მასწავლებლის ჩანაცვლებას?
რა თქმა უნდა, არა! ვერანაირი ტექნოლოგია ვერ შეცვლის იმ ემოციას, მხარდაჭერას და სიღრმისეულ ახსნას, რასაც “ბექას სკოლის” პროფესიონალი მასწავლებლები გაძლევენ.
Talkpal არის დამხმარე ინსტრუმენტი. სკოლის ქართველი მასწავლებლები გაძლევენ თეორიულ ცოდნას და გეხმარებიან მყარი ფუნდამენტის აშენებაში (გრამატიკა და ლექსიკა). უცხოელი მასწავლებლები გეხმარებიან ენის პრაქტიკაში გამოყენების უნარების (საუბარი, მოსმენა, წერა, კითხვა) გამომუშავებაში. AI აპლიკაცია კი გაძლევს უსასრულო პრაქტიკას, რომ კურსზე მიღებული ცოდნა ავტომატურ და მექანიკურ უნარებამდე მიიყვანო.
“ბექას სკოლაში” სჯერათ, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია და ის წიგნის ფურცლებზე არ უნდა დარჩეს. სკოლა გაძლევს ცოდნას, პრაქტიკულ უნარებს, მიმართულებას და ახლა უკვე – საუკეთესო ტექნოლოგიურ მეწყვილეს

