“ოცნების” შს მინისტრმა, გელა გელაძემ მედიასთან დაადასტურა, რომ სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ადამიანია გარდაცვლილი.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

“ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური შესაბამისი პოლიციური ძალებით, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით.

ამ ეტაპზე, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, არის ის, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ასევე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. თუ გაიზრდება რიცხვი, აუცილებლად უახლოეს პერიოდში გეტყვით”, – განაცხადა მან.

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული ჩამოინგრა.

ადგილზე მობილიზებული არიან როგორც სასწრაფო დახმარების, ასევე სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ბრიგადები.

მომხდართან დაკავშირებით შსს წერს, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები.

შსს-მ ადგილზე მყოფებს მოუწოდა, გაითვალისწინონ სამინისტროს თანამშრომლების მითითებები და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

სადგურის მოედანზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა