კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ითხოვს საარჩევნო სიების გასაჯაროებას და ამისთვის 24-საათიან ვადას იძლევა.

მისი თქმით, საარჩევნო სიები წარმოადგენს შავ ყუთს, რომლითაც მოხდა გაყალბება.

ნაცვლიშვილი ხაზს უსვამს, რომ თუ დასამალი არაფერია, სიების გასაჯაროებაც უნდა მოხდეს.