პარტია „მოქალაქეები“ „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თაივსუფლების მოედნის“ ერთობას შეუერთდა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ „ლელოს“ პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ჩამოთვლილი საარჩევნო სუბიექტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანდებიან.

„ძლიერი საქართველოსთვის“ — ამ სათაურით გამოაქვეყნა „ლელოს“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო პირად „ფეისბუკ“ გვერდზე.

პარტიების ლიდერებს გაერთიანებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარები ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.