განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია გენერალ-მაიორი კონსტანტინ ოგიენკო – იგი ხელმძღვანელობდა დანაყოფს, რომელიც მოსკოვის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფით იყო დაკავებული.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, გენერალ-მაიორს თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება. იგი ბრალს არ აღიარებს.
საჰაერო თავდაცვის ლენინის პირველი ორდენის არმიას იგი 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა. საქმე მის წინააღმდეგ ამ წლის ივლისში აიძრა, მოსკოვზე და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებზე დრონების შეტევების მატებასთან ერთად.
