რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში ვერტმფრენი მი-8 ჩამოვარდა. კატასტროფის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა მიიჩნევა.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, ვერტმფრენი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს [ფსბ] ეკუთვნის.

საგანგებო სამსახურების განცხადებით, ვერტმფრენის ეკიპაჟი, რომელიც საწვრთნელ ფრენას ანხორციელებდა, დაიღუპა.