შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების განცხადებით, ამჟამად მაშველები 13 ადამიანს ეძებენ. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულნი არიან როგორც მაშველები, ასევე, სამხედროები და მოქალაქეები.

3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეხუთე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 20 გარდაცვლილის შესახებ, 13 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

სტიქია შოვში: ვინ არიან დაღუპულები