ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ 7 ივლისს დაბრუნდება, იუწყება „ფორმულა“, რომლის ეთერშიც გავა სერიალი.

სერიალის გადაღება 2022 წლის ზაფხულში შეწყდა, როგორც პროდიუსერები ამბობდნენ, ფინანსური რესურსის იმ მომენტისთვის არქონის გამო.

სერიალის დაბრუნება „ფორმულამ“ ცოტა ხნის წინ დააანონსა.