ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ქვეყნის 2023 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტს.

პრეზიდენტის ხელმოწერამდე, პროექტს მხარი დაუჭირა კონგრესმა.

ბიუჯეტის პროექტი, გარდა აშშ-ის შიდა საკითხებისა, ასევე მოიცავს უკრაინისა და სხვა პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერასაც.

ამერიკის ბიუჯეტი 2023 წელს 1.66 ტრილიონი აშშ დოლარი იქნება.

ბიუჯეტში გათვალისწინებულია 132 მილიონიც, რომელიც საქართველოს მხარდასაჭერად დაიხარჯება.