პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს  უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებისთვის სოციალური დახმარების პაკეტით სარგებლობას.

კომიტეტში განხილვა 5 დეკემბერს გაიმართა.

ენმ-ის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური დახმარების პაკეტით, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები სარგებლობენ.

ენმ-ის ინიციატივა, მათ შორის, გულისხმობს ერთჯერად 100 ათასი ლარის ოდენობით დახმარებას და სხვა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებს.