საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა პრეზიდენტთან უფლებამოსილების გამიჯნის მოთხოვნის სარჩელით. ამის შესახებ ირკვევა მთავრობის ოფიციალურ განცხადებიდან.

უწყება წერს, რომ  მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით.

ჯერ კიდევ მარტში „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ ზურაბიშვილმა უარი განაცხადა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე. მაშინვე პარტიამ განაცხადა, რომ იწყებდა საკონსტიტუციო დავას.

სწორედ ამას ეხება სარჩელიც, რომელიც აცხადებს, რომ ეფექტური საგარეო პოლიტიკის წარმოება მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა, შესაბამისად, რეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას.

განცხადებაში მთავრობა ვრცლად ასე განმარტავს:

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას”.

საპარლამენტო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, კონსტიტუცია ასევე განამტკიცებს არააღმასრულებელი პრეზიდენტის ინსტიტუტს – კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ რომელი ელჩის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მუშაობა არის კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე მეტად მიზანშეწონილი შესაბამის სახელმწიფოში ან ორგანიზაციაში, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე“, – წერია განცხდებაში.


ამ განცხადების შემდეგ დღეს სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ანტიდასავლური და ჰომოფობური ჯგუფების გააქტიურება შეუძლებელია, არ იყოს მართული.

წარმოუდგენელია ასეთ დროს ანტიდასავლური ჯგუფების გააქტიურება იყოს სპონტანური – ზურაბიშვილი