თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.
მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს, ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ კი სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან. საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე – მეტროსადგურ „დელისიდან“; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“.
ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი კი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები საფლავებზე გადიან, მერიის მიერ უფასო ტრანსპირტის დანიშვნა სასაფლაოების მიმართულებით სწორედ ამ ტრადიციას უკავშირდება.
შარშან ამ დღეს კოვიდ 19-ის პანდემიის გამო ეპიდემიოლოგები მორწმუნეებს ურჩევდნენ თავი შეეკავებინათ სასაფლაოებზე ხალხმრავალი შეკრებებისაგან.
