უკრაინული მხარის თანახმად, რუსული აგრესიის დაწყებიდან, მოწინააღმდეგემ დაკარგა 16 თვითმფრინავი, 18 ვერტმფრენი, 102 ტანკი, 540-ზე მეტი საბრძოლო მანქანა, 1 Buk-ის სარაკეტო სისტემა და 20-ზე მეტი საავტომობილო ტექნიკა.

უკრაინული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოწინააღმდეგემ დაკარგა 3000-ზე მეტი ჯარისკაცი, თუმცა მისივე განცხადებით, ეს ციფრი დგინდება.

კრემლის თანახმად, რუსულ არმიას ომში ადამიანური დანაკარგი არ აქვს.

რუსეთი უკვე მეოთხე დღეა უკრაინაში ომს აწარმოებს.