უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთ-ერთი თანასპონსორი საქართელოცაა, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რეზოლუცია, რომელსაც უკვე დაატო ვეტო რუსეთმა, გმობდა ამ უკანასკნელის აგრესიას უკრაინაში და მას ადანაშაულებდა გაეროს წესდების მე-4 პუნქტის მე-2 მუხლის დარღვევაში, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის მუქარისგან ან მისი გამოყენებისგან.
აღნიშნული საკითხი, ვეტოს დადების შემდეგ, გაეროს გენერალურ ასამბლეაში გადაინაცვლებს.
“საქართველომ, 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, თანასპონსორობა გაუწია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელსაც რუსეთმა ვეტო დაადო. აღნიშნული საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეაში გადაინაცვლებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
რეზოლუციის თანაავტორები, უკრაინასთან ერთად, ალბანეთი და ამერიკის შეერთებული შტატებიც არიან.
