ანონიმურმა ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე კიბერ-შეტევა განახორციელა.

ინფორმაციას თავად ჯგუფი ტვიტერის საშუალებით ავრცელებს.

მანამდე Anonymous-მა კიბერ-შეტევა განახორციელა რუსული ინტერნეტ-რესურსების წინააღმდეგ, მათ შორის თავს დაესხა პროპაგანდისტული არხის RT-ს ვებ-გვერდსაც.