ზესტაფონში ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს, 9 თებერვალს, სოფელ სვირთან მოხდა, რა დროსაც ერთამენთს მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლს კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც   ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.