NATO-ს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს.

ეს თანამდებობა ესპანელმა ხავიერ კოლომინამ დაიკავა, რომელმაც ამ პოსტზე ჯეიმს აპატურაი შეცვალა.

ინფორმაციას ნატოში ესპანეთის დელეგაციის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

კოლომინა იქნება გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებშიც.