ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დადასტურდა. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკაში ვკითხულობთ.
5 450 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 2 053
- აჭარა – 453
- იმერეთი – 931
- ქვემო ქართლი – 339
- შიდა ქართლი – 528
- გურია – 84
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 434
- კახეთი – 386
- მცხეთა-მთიანეთი – 104
- სამცხე-ჯავახეთი – 105
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს.
უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 306 ადამიანი.
მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი.
