13 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 პაციენტი დაიღუპა. ჯამში, ქვეყანაში 102 ადამიანია გარდაცვლილი.
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, 9 ადამიანიდან 5 აჭარაში დაიღუპა, დანარჩენებზე კი აღნიშნა, რომ მონაცემები არ აქვს. მისივე ინფორმაციით, 9-ვე დაღუპულის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 569 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 12 841-ს მიაღწია.
აჭარა – 207, თბილისი – 168 — კორონავირუსის განაწილება რეგიონებში
