ახალი ამბები

აჭარა – 207, თბილისი – 168 — კორონავირუსის განაწილება რეგიონებში

13 ოქტომბერი, 2020 • 946
აჭარა – 207, თბილისი – 168 — კორონავირუსის განაწილება რეგიონებში

13 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 569 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 12 841-ს მიაღწია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელება რეგიონების მიხედვით ამგვარია:

  • აჭარა – 207;
  • თბილისი – 168;
  • იმერეთი -117;
  • შიდა ქართლი – 25;
  • ქვემო ქართლი – 7;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 24;
  • გურია – 8;
  • კახეთი – 5;
  • მცხეთა-მთიანეთი – 5;
  • სამცხე ჯავახეთი – 3.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 9 პაციენტი. კორონავრიუსით, ჯამში, ქვეყანაში 102 ადამიანია გარდაცვლილი. დღევანდელი მონაცემებით, 329-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და გახდა 6867. დანარჩენები ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში აგრძელებენ მკურნალობას.

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 600-მდე პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი