მოსკოვში სასაფლაოებზე მისვლა აიკრძალა. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ დაკრძალვისთვის და რიტუალური მომსასურების გაფორმებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაწესებული აკრძალვა გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმის დასრულებამდე იქნება ძალაში.

„ბზობისა და აღდგომის დღესასწაულისას, ბევრი მოსკოველი ცდილობს სასაფლაოზე მოხვდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გაზაფხულს ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება. კორონავირუსული დაავადებით ინფიცირების რისკი ძალიან მაღალი“, — ნათქვამია სობიანინის განცხადებაში.


რუსეთში ამჟამად, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით დაავადების 11 917 შემთხვევაა, გარდაიცვალა 94, გამოჯანმრთელდა 795.

გარეკანის ფოტოზე: მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. ფოტო: „Коммерсантъ“