შესაბამისი დადგენილება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.

 

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის 2 მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სიის შესაბამისად.


ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობა არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას”, – ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც ხელს ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

კოსოვო
კოსოვო

კოსოვოს დამოუკიდებლობას გაეროს წევრი 100-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს, თუმცა მათ შორის არ არის საქართველო.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *