რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აპირებს განიხილოს ბირთვული იარაღის კურთხევაზე უარის თქმის საკითხი. ინფორმაციას ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საკითხი გააგზავნეს ეპარქიებში და მის შესახებ გამოხმაურების მიღება პირველ ივნისამდე გაგრძელდება.
მოსკოვის საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ამგვარი იარაღის კურთხევა ეკლესიის ტრადიციებში არ შედის და, შესაბამისად, პრაქტიკიდან უნდა ამოიღონ.
