მოძრაობა “სირცხვილიამ” ქალაქში ის წარწერები გააკეთა, რომელიც, სავარაუდოდ, 15 წლის მოზარდმა სკოლაში დაწერა. მოძრაობის ინფორმაციით, ამ გზით სოლიდარობა გამოხატეს მოზარდის მიმართ, რომელმაც სუიციდი სცადა მას შემდეგ, რაც პოლიციაში დაკითხვაზე რამდენიმე საათი გაატარა.

“სოლიდარობა 15 წლის მოზარდს, რომელიც მსგავსი წარწერების გამო, პოლიციამ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა და ახლა სიკვდილს ებრძვის,” – აცხადებენ “სირცხვლიაში”.

ფოტო: მოძრაობა “სირცხვლიას” Facebook
ფოტო: მოძრაობა “სირცხვლიას” Facebook
ფოტო: მოძრაობა “სირცხვლიას” Facebook
ფოტო: მოძრაობა “სირცხვლიას” Facebook
ფოტო: მოძრაობა “სირცხვლიას” Facebook
ფოტო: მოძრაობა “სირცხვლიას” Facebook
ფოტო: მოძრაობა “სირცხვლიას” Facebook
ფოტო: მოძრაობა “სირცხვლიას” Facebook
ფოტო: მოძრაობა “სირცხვლიას” Facebook
ფოტო: მოძრაობა “სირცხვლიას” Facebook

15 წლის მოზარდმა სავარუდოდ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მისი ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ 15 წლის ბავშვს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ. მისივე თქმით, მის ძმას პოლიცია კერძო სკოლის შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

ამ დროისთვის მოზარდი იაშვილის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მოზარდმა სუიციდი სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა – საია