დღეს, პირველ ნოემბერს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” კიდევ თორმეტი ახალი წევრი წარადგინა.

საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები გახდნენ: იურისტი თორნიკე ჩიქოვანი, რომელიც ხაზარაძის თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას ხელმძღვანელობდა. მის გარდა, “ლელოს წევრები იქნებიან:

  • ფარმაცევტი გოგიტა დათუკიშვილი,
  • ფერმწერი და თოჯინების თეატრის ყოფილი თანამშრომელი მარინა მამუჩაშვილი,
  • წარმოების მენეჯმენტის სპეციალისტი გიორგი ზურებიანი,
  • არქიტექტორი ალექსანდრე ჩუბინიძე,
  • მხატვარი და სამხატვრო აკადემიის პროფესორი გურამ დოლენჯაშვილი,
  • ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტი, მარკეტოლოგი და შატო მუხრანის თანამშრომელი თამარ ბუაძე,
  • “რეგიონული კინოს ასოციაციის” ხელმძღვანელი თორნიკე ადამაშვილი,
  • ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი ვაჩე ჩინჩალაძე,
  • ცხენოსნობის მწვრთნელი მამუკა მახარაძე,
  • ინჟინერ-გეოლოგი ნუკრი ტატიშვილი, რომელიც ახლა “შატო მუხრანში” შეფ-მზარეულად მუშაობს.
  • კომუნიკაციების სპეციალისტი თამარ ჭალაგანიძე

მამუკა ხაზარაძის თქმით, “ლელო” არის ადგილი, სადაც ადამიანები იდეის გარშემო იკრიბებიან და ეს იდეა საქართველოს გამარჯვებაა.