დღეს, პირველ ნოემბერს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” კიდევ თორმეტი ახალი წევრი წარადგინა.
საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები გახდნენ: იურისტი თორნიკე ჩიქოვანი, რომელიც ხაზარაძის თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას ხელმძღვანელობდა. მის გარდა, “ლელოს წევრები იქნებიან:
- ფარმაცევტი გოგიტა დათუკიშვილი,
- ფერმწერი და თოჯინების თეატრის ყოფილი თანამშრომელი მარინა მამუჩაშვილი,
- წარმოების მენეჯმენტის სპეციალისტი გიორგი ზურებიანი,
- არქიტექტორი ალექსანდრე ჩუბინიძე,
- მხატვარი და სამხატვრო აკადემიის პროფესორი გურამ დოლენჯაშვილი,
- ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტი, მარკეტოლოგი და შატო მუხრანის თანამშრომელი თამარ ბუაძე,
- “რეგიონული კინოს ასოციაციის” ხელმძღვანელი თორნიკე ადამაშვილი,
- ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი ვაჩე ჩინჩალაძე,
- ცხენოსნობის მწვრთნელი მამუკა მახარაძე,
- ინჟინერ-გეოლოგი ნუკრი ტატიშვილი, რომელიც ახლა “შატო მუხრანში” შეფ-მზარეულად მუშაობს.
- კომუნიკაციების სპეციალისტი თამარ ჭალაგანიძე
მამუკა ხაზარაძის თქმით, “ლელო” არის ადგილი, სადაც ადამიანები იდეის გარშემო იკრიბებიან და ეს იდეა საქართველოს გამარჯვებაა.
