საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტს ათონელის სასახლეში ესტუმრა.
“საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა.
შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


