ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეული გადაცდომები მოსალოდნელია, თუმცა ეს ცუდი არ არის, რასაც დეპუტატი შემდეგნაირად ხსნის:
“ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმის, რომ გარკვეული გადაცდომები ექნება პოლიციას, რადგან პოლიცია არ არის შეჩვეული იმას, რომ დემოკრატიულ ცხოვრებაში ადამიანის უფლებების დაცვა მოხდეს და ამასთანავე საკონტროლო ღონისძიებები განხორციელდეს. ჩვენ ამ პროცესში გარკვეულ გადაცდომებს უნდა ველოდოთ, ეს ცუდი არ არის, პირიქით, ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების რეაქციებზე რეაგირებს, არის ხელისუფლება, რომელიც მსგავსი გადაცდომების შემთხვევებში შესაბამის ინსტრუქციებს შეიმუშავებს, პოლიციელების გადამზადება მოხდება და მე დარწმუენბული ვარ, რომ რაც უფრო მეტ ასეთ ღონისძიებას ჩავატარებთ და გამოვავლენთ, თუნდაც მედიის საშუალებით გადაცდომებს, მით უფრო ადეკვატურად იმქომედებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადრე თუ გვიან ეს ქცევა დაიხვეწება და ეს იქნება ყველაზე სწორი ურთიერთობა საზოგადოებასა და პოლიციას შორის.”
დეპუტატი ამბობს, რომ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები რეაგირების გარეშე არ დარჩება და საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუენბისკენ და პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს:
“საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ კრიმინალთან ბრძოლა მათი ჩართულობის გარეშე ვერ მოხდება.”
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” არერთმა მომხმარებელმა დაწერა პოლიციის მიერ მოქალაქეების შემოწმების და ჩხრეკის შესახებ. შსს-ში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს პოლიციის შესახებ კანონის 22-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე ამოწმებენ.
