„გუშინ დაკავებული თანამდებობები დატოვეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ქეთევან მანელიშვილმა და ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსმა ბატონმა ბიძინა აფხაზავამ. ეს უკანასკნელი გახლდათ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’’ თანადამფუძნებელი, ხოლო ქეთევან მანელიშვილი პარტიის წევრი. დღეს თანამდებობიდან დათხოვნის ბრძანება მიიღო სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი დეპარტამენტის კიდევ ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ნაგერვაძემ, – მ.პ.გ. ,,ქართული ოცნების’’ ერთერთმა თანადამფუძნებელმა.

 

აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაფრთხილებული იქნა შესაძლო განთავისუფლების შესახებ შ.პ.ს. ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წარმატებული დირექტორი ბატონი ლევან ჯინჭარაძე, ასევე გაფრთხილება მიიღო საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სერგო დუმბაძემ. ორივე მ.გ.პ. ქართული ოცნების თანადამფუძნებლები. საყურადღებოა რომ მერაბ ნაგერვაძე იყო კოალიცია ქართული ოცნების აჭარის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი და ყველაზე წარმატებული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ხაზგასმით ავღნიშნავ, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებული ამ ორი დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში იყო აჭარის ა.რ.

 

 

 

უმაღლესი საბჭოს განსჯის საგანი და მას მიღებული აქვს დადებითი შეფასება. ვითარების ანალიზი ცხადყოფს რომ ეს არის მიზანმიმართული შეტევა იმ გუნდზე, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილია როგორც ეგრეთწოდებული მურმან დუმბაძის გუნდი, რომელმაც ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაამარცხა აჭარაში სააკაშვილის რეჟიმი და დღეს წარმოადგენს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს. არ შეიძლება არ ავღვიშნო განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბატონ გიორგი თავამაიშვილის უპრინციპობა რომელმაც ვერ გაუძლო აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის ზეწოლას და სრულიად არამოტივირებული და უსაფუძვლო წარდგინება გააკეთა.

 

ბატონებო და ქალბატონებო! ჩვენმა გუნდმა 2012 წლის შემოდგომაზე ნდობა გამოუცხადა აჭარის მთავრობას. სამწუხაროა რომ 2 წლის თავზე მთავრობის თავმჯდომარე ეწევა ამ გუნდის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“.

 

ალექსანდრე ჩიტიშვილის თქმით, ფრაქცია კიდევ უფრო მკვეთრ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს: „მე ვფიქრობ, რომ უპრიანი იქნება ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმებით უნდობლობის გამოცხადების პრპცედურა. სამწუხაროდ, დღეს რეგიონში არ იმყოფება ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ძნელაძე და ფრაქციის წეცრი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ავთანდილ ბერიძე. როგორც კი ფრაქცია შეიკრიბება იმსჯელებს ამ თემაზე დაა გააკეთებს მკვეთრ პოლიტიკურ განცხადებას“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *