შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მსჯავრდებული ქალბატონები შეწყალების კომისიის მუშაობის სპეციფიკით დაინტერესდნენ. ზვიად ქორიძემ მათ თითოეული საქმის მსვლელობის დეტალები განუმარტა.
როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, მსჯავრდებული ქალბატონები შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრით კმაყოფილნი არიან და აცხადებენ, რომ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს.
მოშიმშილე მსჯავრდებულებთან შეხვედრის შემდეგ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე დანარჩენ მსჯავრდებულებსაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
მოშიმშილე ქალბატონები შეწყალების კომისიის თავმჯდომარის გარდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძესთან, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ.
რუსთავის ქალთა კოლონიაში 20-მდე პატიმარი მე-5 დღეა შიმშილობს.

