შსს–ს ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოქალქეების ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას უკანონოდ მოიპოვებდნენ, შემდეგ კი აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებისა და გავრცელების მუქარით მათ ფულს სძალავდნენ.
სამართალდამცველებმა ჯგუფის ერთ–ერთი წევრის ავტომანქანის ჩხრეკისას 5 000 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჯგუფის სხვა წევრების ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ვიდეო და აუდიოჩამწერი აპარატურა, რომლითაც ბრალდებულები მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის ჩაწერას აწარმოებდნენ.
შსს ცნობით, დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენების და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).

