როგორც სოზარ სუბარი ამბობს, ამ უწყებას და არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს:

 

“პრობლემები, რომელიც არსებობს ამ უწყებაში, ჩემთვის კარგად არის ცნობილი. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა სახალხო დამცველის აპარატში ვმუშაობდი, ცალკე მოხსენება მაქვს გაკეთებული ამ საკითხზე. 3500 დევნილი საცხოვრებელს ელოდება და ერთ და ორ დღეში ეს პრობლემები ვერ მოგვარდება. პირველ რიგში მოხდება გეგმების კორექტირება”, – განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ მან სასჯელაღსრულების სამინისტროში მენეჯმენტის კუთხით დიდი გამოცდილება მიიღო და ამ გამოცდილებას ახალ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდშიც გამოიყენებს.

 

რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროდან მისი დათხოვნის საკითხს, შეკითხვაზე, რა გახდა ამის მიზეზი, სოზარ სუბარი პასუხობს:

 

“არ შეიძლება [თანამდებობაზე] სულ იყოს ერთი ადამიანი, ცხოვრება ეგეთია, რაღაც უნდა შეიცვალოს”

 

სუბარის თქმით, ეს სამინისტრო ერთ–ერთი ყველაზე რთული უწყება იყო და მისი მინისტრობის პერიოდში პროგრესს მიაღწია:

 

“სასჯელაღსრულების სისტემა ერთ–ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული და პრობლემური იყო, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიბარა. დღეს კი, უკვე მაღალი დონის შეფასებები აქვს გაატარებული რეფორმების, იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ამ რეფორმებს აქვს ხალხის ნდობა”, – აცხადებს სუბარი.

 

 

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *