პრეზიდენტის თქმით, ეს კონსულტაციები პრემიერ-მინისტრის და მთავრობის საქმეა:

 

“მინისტრების კანდიდატურების განხილვაში მე მონაწილეობა არ მიმიღია. მე სპეციფიკურად კი არ წარვუდგენ რომელიმე მინისტრს პარლამენტს, არამედ პარლამენტს ვუსვამ კითხვას, რომ ის ნდობა, რომელიც გამოცხადებული იყო არსებული მთავრობის შემადგენლობისათვის, არის თუ არა შენარჩუნებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, გამოუცხადებს, თუ არა ნდობას მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, ეს პარლამენტის საქმეა, მისი როგორც ხელისუფლების შტოების დამბალანსებლის, პრეზიდენტის ფუნქცია კი არის, რომ ჰკითხოს პარლამენტს, უცხადებს თუ არა ნდობას მთავრობას.


ღარიბაშვილმა 7 მინისტრი თანამდებობიდან დაითხოვა, ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 7 მინისტრის შეცვლის შემთხვევაში პარლამენტმა მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. 


 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:

 

 

 

“თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე, 5 დღის ვადაში დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა”, – ვკითხულობთ კონსტიტუციაში.



გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *