“მოსახლეობას აწუხებს სამუშაო ადგილები და ეკონომიკა და ხადური ისევ ადგილზე რჩება. მოსახლეობას აწუხებს ზოგადად კრიმინალი და ჭიკაიძე ადგილზე დატოვეს. გარემოს დაცვის მინისტრს შეცვლიან თუ არა და სად გადაიყვანენ ხოკრიშვილს, ეს, ცხადია, არანაირი მესიჯი არ არის მოსახლეობისთვის და ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ ის, რომ ამ ქვეყანაში არც ღარიბაშვილი იღებს გადაწყვეტილებებს, არც ხოკრიშვილი, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი და ის არ არის ორიენტირებული დაპირებების შესრულებაზე”, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა “რუსთავი 2″–თან საუბარში.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ–მინისტრის განცხადებით, 7 მინისტრი თანამდებობიდან დაითხოვეს. მათ შორის ორი- სოზარ სუბარი და ელგუჯა ხოკრიშვილი- მინისტრის პოზიციაზე რჩება, თუმცა, სხვა სამინისტროში. სუბარი მუშაობას დევნილთა სამინისტროში გააგრძელებს, ხოლო ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის პოზიციას დაიკავებს. 

ირმა ნადირაშვილი
ირმა ნადირაშვილი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *