“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ კონფლიქტი ავტობუსის მძღოლსა და მგზავრს შორის ფონიჭალაში, მე–19  ავტობუსუსის ბოლო გაჩერებაზე დღეს მოხდა:


“სამარშრუტო ხაზის ავტობუსის მძღოლს მგზავრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევას ჰყავს თვითმხილველები. შსს–მ გამოძიება უკვე დაიწყო.”

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი.

ყვითელი ავტობუსი
ყვითელი ავტობუსი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *