“უგულავას დაპატიმრება, ის რაც მოხდა სასამართლოში, ეს არის მართლმსაჯულების ზეიმი. კიდევვ ერთხელ, ჩვენ, საქართველომ ვიხილეთ დამოუკიდებელი სასამართლო. დამოუკიდებელი მოსამართლის მიერ მიღებული დამოუკიდებელი, სამართლიანი გადაწყვეტილება” –განაცხადა ღარიბასვილმა.
პრემიერ–მინისტრის განცხადებით, დღეს სასამართლო თავისუფალია:
“მე მივესალმები სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას, ჩვენი ხელისუფლების მთვარი მონაპოვარი ის არის, რომ სასამართლო დღეს გახდა აბსოლუტურად თვისუფალი და დამოუკიდებელი ხელისუფლების ჩარევისგან. ჩვენ ბევრი კითხვები გვქონდა წლების განმავლობაში. არათუ კითხვბი, ყველამ კარგად იცოდა, რა ხდებოდა სასამართლოში. როგორ იქცეოდნენ პროკურორები, როგორ ექცეოდა სახელმწიფო საკუთარ მოსამართლეებს. ჩვენ ეს მიდგომა შევცვალეთ აბსოლუტურად. გუშინ ეს იყო მართლმაჯულების ზეიმი” – გამაცხადა ღარიბაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2014 წლის 4 ივლისს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურა უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით უგულავას დაპატიმრებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ უგულავა 3 ივლისს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც .დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს. უგულავას ბრალად ედება უკანონო თანხების ლეგალიზება, ასევე, მისი ადვოკატის ინფორმაციით, უგულავა ბრალდებულად სცნეს მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით. ადვოკატების განცხადებით საქმეის მასალები მათ უკვე გადაეცათ.
