ყველაზე მაღალი აქტივობა(72.68%) დაფიქსირდა ხონში, #22 საარჩევნო უბანზე, თუმცა ამ უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, 399 ამომრჩეველი, გაცილებით ნაკლებია სხვა უბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით. ყველაზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება დუშეთში, #52 უბანზე, სადაც ხმა მისცა რეგისტრირებული ამომრჩევლების 8.76%-მა.

 

უბნების  მიხედვით აქტივობის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

 

მარნეული #25  34.81%
მარნეული #57  35.15%
თეთრიწყარო #5  19.39%
დუშეთი #52  8.76%
დუშეთი #4  35.06%
დუშეთი #6  21.30%
დუშეთი #47  37.25%
ახალქალაქი #1  36.55%
ხონი #22  72.68%
ტყიბული #2  41.91%
ტყიბული #5  39.04%
ზუგდიდი #32  39.04%
ბათუმი

#103

 18.10%
ქობულეთი #34  29.53%

 

ცესკოს პრესსპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით ამ დროისთვის მნიშვნელოვანი დარღვევები არც ერთ უბანზე არ დაფიქსირებულა. აქტივობასთან დაკავშირებიტ საბოლოო მონაცემებს ცესკო 20:30 საათზე გამოაცხადებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *