ყველაზე მაღალი აქტივობა(72.68%) დაფიქსირდა ხონში, #22 საარჩევნო უბანზე, თუმცა ამ უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, 399 ამომრჩეველი, გაცილებით ნაკლებია სხვა უბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით. ყველაზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება დუშეთში, #52 უბანზე, სადაც ხმა მისცა რეგისტრირებული ამომრჩევლების 8.76%-მა.
უბნების მიხედვით აქტივობის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
| მარნეული | #25 | 34.81% |
| მარნეული | #57 | 35.15% |
| თეთრიწყარო | #5 | 19.39% |
| დუშეთი | #52 | 8.76% |
| დუშეთი | #4 | 35.06% |
| დუშეთი | #6 | 21.30% |
| დუშეთი | #47 | 37.25% |
| ახალქალაქი | #1 | 36.55% |
| ხონი | #22 | 72.68% |
| ტყიბული | #2 | 41.91% |
| ტყიბული | #5 | 39.04% |
| ზუგდიდი | #32 | 39.04% |
| ბათუმი |
#103 |
18.10% |
| ქობულეთი | #34 | 29.53% |
ცესკოს პრესსპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით ამ დროისთვის მნიშვნელოვანი დარღვევები არც ერთ უბანზე არ დაფიქსირებულა. აქტივობასთან დაკავშირებიტ საბოლოო მონაცემებს ცესკო 20:30 საათზე გამოაცხადებს.
