ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე მომუშავე ჯგუფი “თეთრი ხმაურის მოძრაობა” უერთდება ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციას.
“სარალიძისა და მაჩალიკაშვილის პროტესტის ჩახშობა დღეს სამართლიანობისთვის ბრძოლის უკანასკნელი ნაპერწკლის ჩაქრობას ნიშნავს”, — წერს ჯგუფი ფეისბუკზე.
19:00-დან თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს სარალიძის მხარდასაჭერად. იგი დღეს, 26 ოქტომბერს, დააკავა პოლიციამ. სარალიძე ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
შსს-მ ზაზა სარალიძის მიმართ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.
მანამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები ზაზა სარალიძეს კვლავ არ აძლევდნენ კარვის გაშლის უფლებას.
ძალადობის ესკალაცია შსს-ს მიერ კონსტიტუციის დარღვევამ გამოიწვია – NGO-ები სარალიძეზე
