ახალი ამბები

ზაზა სარალიძეს მაღალი შაქრიანობა აქვს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

26 ოქტომბერი, 2018 • 1134
ზაზა სარალიძეს მაღალი შაქრიანობა აქვს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

ზაზა სარალიძეს ჰიპერგლიკემიის დიაგნოზი აქვს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

როგორც “ნეტგაზეთს” ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, ზაზა სარალიძე უჩივის საერთო სისუსტეს, თუმცა ინსულინოთერაპიაზე უარს აცხადებს. ამასთან, საავადმყოფოში ამბობენ, რომ ექიმის რეკომენდაციაა სარალიძე 24 საათის განმავლობაში დარჩეს კლინიკაში, თუმცა მათთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პაციენტი.

ზაზა სარალიძე შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც რუსთაველის გამზირზე პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ დააკავეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაზა სარალიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი