გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით).

 

ამ საქმეზე დღეს, 29 აპრილს ერთი პირი უკვე დააკავეს. შსს–ში აცხადებენ, რომ დაკავებულმა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვანი ბიჭი მოტყუებით მიიყვანა, შემდეგ ძალის გამოყენებით მასთან სქესობრივი კონტაქტი დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით დაზარალებულმა დასახმარებლად პოლიციას მიმართა და ბრალდებული მიმართვიდან რამდენიმე საათში გოგებაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

 

დაკავება
დაკავება

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *