“დავიძარით ევროპისკენ და რაღაც საშველი უნდა იყოს, მაგრამ ხშირად იქიდან შეშფოთება გვესმის. ამიტომ გონივრული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რაც ამ ქვეყანას არ დააზიანებს. ამიტომ ვღებულობთ ამ კანონს, რომ თავში არავის არაფერს ჩავარტყამთ. როგორც კი დაკანონებაზე იქნება, ერთსქესიან ქორწინებაზე, შვილების იმაზე იქნება, პატიოსნად გეუბნებით, რომ ამას სხვანაირად შევეწირები, მაგრამ ეს კანონი არ ღირს ჩვენს შორის რაღაც პრობლემად. ჩვენ რკინის ფარდის უკან ვიყავით, ახლა თავისუფალი ქვეყანა ვართ, გინდა არ გინდა, სიბინძურეებიც შემოვა, მთავარია, ჩვენ როგორ დავუხდებით ამ განსაცდელებს, ჩვენი სულიერი სიძლიერე როგორი იქნება. აქ საუბარია, რომ ნურავის დავჩაგრავთ, ტოლერანტობაზეა საუბარი.” 

პაპუაშვილის თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით საქართველოს არავითარი საფრთხე არ დაემუქრება:

 

“ვარ ერთი შესანიშნავი ქვეყნის შვილი, გენიალური ხალხით, სარწმუნოებით, რომელსაც ვერაფერი დაემუქრება. ღვთით არის ეს ყველაფერი. უამრავი განსაცდელი ჰქონია ამ ქვეყანას, ათასი კონფესიის ხალხი ცხოვრობს, ათასი სექტანტური მიმდინარეობები და მაინც, საქართველოს ვერავინ ვერაფერი მოუხერხა. სიტყვას ვიძლევი, ნეკროფილია იქნება, პედოფილია თუ ჰომოსექსუალიზმი, ამის პროპაგანდას, აღლუმებს, ამის დამკვიდრებასა თუ განვითარებას, რასაკვირველია, მხარს არ დავუჭერ. სახლში ვისაც უნდა თავში ქვა უხლია, როგორ გავაკონტროლოთ, ვინ რას გააკეთებს სახლში? ჩემთვის მთავარია არ მოიწამლოს მომავალი თაობა, ჩემთვის უფრო საზრუნავია განათლებაში როგორ მოვიქცეთ.  მე უბრალოდ იმ ადამიანების [ჰომოსექსუალების] გასაგონად მინდა ვთქვა ასეთი რამე, ძალიან გთხოვთ გაუწიეთ საზოგადოებას აზრი, ეს ტრადიციული ქვეყანაა და შინაარსით მოექეცით ამას, არავინ არაფერს გიშლით, რაც გინდათ გააკეთეთ, თქვენც წარსდგებით უფლის წინაშე, იმ კანონსა და წესსა და რიგს, რაც საზოგადოდ მიღებულია, რასაც არ იღებს ქართველობა, რასაც ეწინააღმდეგება, თქვენც გამონახეთ და თქვენ პატარა ჯგუფი ნუ იძალადებთ უმრავლესობაზე, დანარჩენი მერე ეს ყველაფერი გართულებები ამას მოყვება. ეგღა მაკლია ვსდიო ახლა ნებისმიერ გომოსექსუალისტებს და პადიეზდებთან თავში რაღაც ვუბრაგუნო, სულ არ მაღელვებს, ვინ რას გააკეთებს.”

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *