აღნიშნული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მხარდაჭერა სჭირდება.
კენჭისყრის შედეგად ყველაზე მეტი ხმა ვახტანგ აბაშიძემ მოიპოვა, ის 85 ხმით 3-ის წინააღმდეგ იქნა არჩეული. შესაბამისად, ლია მუხაშავრიას კანდიდატურა 67 ხმით 0-ის წინააღმდეგ ჩავარდა, ხოლო ნინო კიკნაძის კანდიდატურა – 50 ხმით 0-ის წინააღმდეგ.

